ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ ლუქსემბურგში, რათა განიხილონ კონფლიქტები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში, ასევე ევროკავშირი-აფრიკის ურთიერთობები და დასავლეთ ბალკანეთი.
შეხვედრის დაწყებამდე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა უკრაინაში ომის დასრულების მიზნით რუსეთზე "მაქსიმალური ზეწოლა" მოითხოვა უკრაინის ქალაქ სუმიზე სარაკეტო დარტყმიდან ერთი დღის შემდეგ, რომელმაც 34 ადამიანი იმსხვერპლა.
შეხვედრაზე მინისტრები განიხილავენ ე.წ. "კალასის გეგმას", რომელიც გულისხმობს 5 მილიარდი ევროს დახარჯვას 2 მილიონი მსხვილკალიბრიანი საარტილერიო საბრძოლო მასალისთვის.
ლუქსემბურში მიმდინარე საგარეო საქმეთა სამიტს ევროკავშირისა და პალესტინის ხელისუფლების მაღალი დონის პირველი დიალოგი მოჰყვება, რომელზეც ევროკავშირი აპირებს გამოაცხადოს თავისი ფინანსური მხარდაჭერის გაზრდის შესახებ. ბრიუსელი პალესტინის ხელისუფლებას სამწლიანი ფინანსური დახმარების პაკეტით დაახლოებით 1,6 მილიარდი ევროს გამოუყოფს.