შეხვედრა ავთანდილ მახარაძესთან

03 მაისი 2017, 00:00 2134 ნახვა

საქართველოს სახალხო არტისტს ავთანდილ მახარაძეს დღეს ახალგაზრდები სახელმწიფო დრამატული თეატრის ,,ახალ სცენაზე’’ შეხვდნენ. მსახიობმა ბათუმში გატარებული წლები და მის მიერ თეატრსა და კინოში შესრულებული როლები გაიხსენა. პოპულარობა და კანის ფესტივალის მთავარი პრიზი „ოქროს პალმის რტო“ მას თენგიზ აბულაძის ფილმმა „მონანიება“ მოუტანა.  

სახალხო არტისტმა თავის სამსახიობო კარიერაზე, ასევე,   ბათუმში დრამატულ თეატრსა  და  „ახალ სცენაზე“ დადგმული სპეკტაკლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრა, რომელსაც ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები და ავთანდილ მახარაძის მეგობრები ესწრებოდნენ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი ბათუმის მერია იყო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი