დღეიდან სრულიად მართლმადიდებლური სამყაროსათვის უმძიმესი, ვნების კვირა დაიწყო

14 აპრილი 2025, 09:16 165 ნახვა

დღეიდან სრულიად მართლმადიდებლური სამყაროსათვის უმძიმესი, ვნების კვირა დაიწყო. ვნების შვიდეული ეწოდება აღდგომის წინა კვირას და თითოეული დღე მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი დღეების მოგონებას ეძღვნება.

ვნების კვირასთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება ლოცვები. ვნების კვირის გამორჩეული დღეა დიდი ხუთშაბათი, როდესაც ფეხთბანის რიტუალი სრულდება და წითელი პარასკევი, ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში