მომავალ კვირაში, ანკარაში, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრა გაიმართება, რომელშიც უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
ინფორმაციას თურქული მედია თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია წერს, რუსეთისა და უკრაინის ოფიციალური პირები ანკარაში 15-16 აპრილს შეხვდებიან.
გავრცელებული ცნობების თანახმად, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სხვა ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლებიც, თუმცა კონკრეტულად რომელი ქვეყნები, არ ზუსტდება.
შეხვედრაზე, სავარაუდოდ, განიხილავენ სამხედრო გეგმებს, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს შავ ზღვაში მშვიდობის შესანარჩუნებლად.