სუმზე რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

13 აპრილი 2025, 16:56 162 ნახვა

უკრაინის ქალაქ სუმზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოკუპანტების შეტევას 32 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვია. 

დაშავებულია 83-ზე მეტი ადამიანი, მათგან 10 მცირეწლოვანი.

რუსმა სამხედროებმა სუმზე ბალისტიკური თავდასხმა დღეს განახორციელეს. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში