ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის დიდ დარბაზში “ერეკლე გურგენიძის სოლო კონცერტი” ჩატარდა. საოპერო მუსიკის საღამოზე, სადაც ასევე სოპრანო ლინა წიკლაური, კონცერტმაისტერი ნატალია ჭანტურიშვილი და მარინა მეტრეველი მონაწილეობდნენ, შესრულდა არიები და დუეტები მოცარტის, ბელინის, დონიცეტის, როსინის, გუნოს, თომას, ვერდის და კორგოლდის ოპერებიდან.