ყველამ იცის, რა პრინციპებით მოქმედებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ყველა მიმართულებით და როგორია ზაზა ოქუაშვილის და ასეთი პირების პრინციპები, აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა გამოტანილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ზაზა ოქუაშვილის სარჩელზე დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განუცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, სიმართლემ ზაზა ოქუაშვილის საქმეშიც გაიმარჯვა, ისევე, როგორც ეს ხდებოდა ყველა სხვა საქმის შემთხვევაში, რომელიც განიხილებოდა საერთაშორისო დონეზე.
„ყველამ იცის, რა პრინციპებით მოქმედებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ყველა მიმართულებით და როგორია ზაზა ოქუაშვილის და ასეთი პირების პრინციპები. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა გამოტანილი. სადავოც სინამდვილეში, არაფერი იყო. ბუნებრივია, სიმართლემ გაიმარჯვა ამ საქმეშიც, ისევე, როგორც ეს ხდებოდა ყველა სხვა საქმის შემთხვევაში, რომელიც განიხილებოდა საერთაშორისო დონეზე“, – განაცხადა პრემიერმა.