რუსეთმა კიევსა და ხარკოვზე დრონებით მიიტანა იერიში

12 აპრილი 2025, 11:53 116 ნახვა

რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს, არიან დაშავებულები. სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მტრის თავდასხმის შედეგად განადგურებული უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო ხანძარი გაჩნდა კიევის სვიატოშინისა და დარნიცკის რაიონებში. დაზიანდა კერძო სახლი. ქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო აღნიშნავს, რომ ქალაქში აფეთქებების ხმა გვიან ღამით ისმოდა. თავდასხმა იყო ასევე ხარკოვის ოლქზეც, სადაც მტერმა უპილოტო საფრენი აპარატებით 3 დარტყმა განახორციელა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში