სასკოლო ოლიმპიადა

12 აპრილი 2025, 11:53 321 ნახვა

დაბა შუახევის  საჯარო სკოლა  სასკოლო ოლიმპიადებს მასპინძლობს. სხვადასხვა საგანსა და ასაკობრივ ჯგუფებში ადგილობრივი რესურსცენტრი შერეული სახის ტესტირებებს უკვე მეცხრე წელია ატარებს. მეხუთე-მეთორმეტე კლასის  მოსწავლეები  ინგლისურ ენაში, ბიოლოგიაში, მათემატიკაში, სამოქალაქო განათლებაში და ისტორიაში  სამეტაპიან  კონკურსში სურვილის მიხედვით მონაწილეობენ. 
მათ შორის პირველი და მეორე  საფეხური მოიცავს ტესტურ დავალებებს ფინალი კი ზეპირ კონკურსს, რაც კიდევ უფრო ზრდის მოსწავლეებში კომუნიკაციის ორატორული ხელოვნების უნარს. საპრიზო ადგილზე გასული მოსწავლეები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით  დაჯილდოვდნენ.
სასკოლო კონკურსების მიზანი მოსწავლეების საგნობრივი მომზადების მოტივაციის ზრდა და  კონკურსებისადმი ინტერესის გაღრმავებაა. მუნიციპალური ოლიმპიადების მხარდამჭერია შუახევის მუნიციპალიტეტის მერია.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში