აქცია ბათუმში 9 აპრილის მემორიალთან

09 აპრილი 2025, 20:06 255 ნახვა

დილიდან ხალხმრავლობა იყო ბათუმში ცხრა აპრილის მემორიალთან მოქალაქეები, ახალგაზრდები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები ყვავილებით ამკობდნენ მემორიალს და ცხრა აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებდნენ.
პარალელურად სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გმართეს- „არ დავუთმოთ ეს ქვეყანა, რუსულ მთავრობას“ ამ მოწოდებით „თავისუფლების მოედნის’’ წარმომადგენლები დილის რვა საათიდან შეიკრიბნენ, სოლიდარობა გამოუცხადეს პოლიტპატიმრებს და განმარტეს რომ დაუშვებელია რუსული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მემორიალთან მისვლა.
მათი განცხადებით, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები დღეს დილით მემორიალის ტერიტორიაზე გამოჩნდნენ, თუმცა უკან ისე გაბრუნდნენ რომ მემორიალი არ შეუმკიათ. მემორიალთან იმყოფებოდნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ რომ ახლა მნიშვნელოვანია საზოგადოებამ დაიცვას ცხრა აპრილის მთავარი მონაპოვარი - დამოუკიდებლობა, რომელიც მათი თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში არის საფრთხეში. ცხრა აპრილს დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო პოლონეთის საელჩოს წარმომადგენელმა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში