უცხოური გრანტების კანონთან დაკავშირებულ კრიტიკას გამოეხმაურნენ ქართულ ოცნებაში. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ კანონში ცვლილებას ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები ეწინააღმდეგებიან, რომელთა ორგანიზაციები უცხოურ გრანტებს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებისთვის ღებულობდნენ, ქართული ოცნების დეპუტატები კანონპროექტის კრიტიკოსებს აგენტურას უწოდებენ, რომლებსაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ.
ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში გულისხმობს, რომ უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება - აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს.
აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.