ქობულეთში, სოფელ გვარაში ავარიის შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი გზიდან გადავარდა - არიან დაშავებულები

09 აპრილი 2025, 14:10 1132 ნახვა

ქობულეთში, სოფელ გვარაში ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ დამატებითი კვლევები უტარდებათ. მათივე განმარტებით, დაშავებულებს დაზიანებები თავის არეში აღენიშნებათ.

შემთხვევის ადგილზე, ამ დრომდე, პოლიციის ეპიკაჟები იმყოფებიან.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში