ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს საკითხზე დებატებს 10 აპრილს გამართავს

07 აპრილი 2025, 14:15 83 ნახვა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გადაუდებელ დებატებს ხუთშაბათს გამართავს. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე იმსჯელებს საქართველოზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებულ შემდგომ ქმედებებზე, რომელიც საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირებას ეხება.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 29 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს. დაგეგმილ დებატებთან დაკავშირებით განცხადებები კეთდება ქართულ პოლიტიკურ წრეებში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში