ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. მომიტინგეები მთავრობისგან ღაზაში დარჩენილი 59 მძევლის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. 18 მარტს ისრაელმა ღაზაში განაახლა საჰაერო თავდასხმები და ორთვიანი პაუზის შემდეგ სახმელეთო ოპერაციაც. მას შემდეგ თელავივსა და იერუსალიმში ყოველდღიური საპროტესტო გამოსვლები გრძელდება.
აქციის მონაწილეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე მძევლების დაბრუნებას, ომის დასრულებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვას მოითხოვენ.
ღაზაში ომი 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის თემებში ჰამასის ბოევიკების შეჭრით დაიწყო, რომლებმაც მოკლეს ათას 200 ადამიანი და ტყვედ აიყვანეს 250-ზე მეტი მძევალი.