ბათუმში, ყაზბეგის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

06 აპრილი 2025, 22:08 1510 ნახვა
00:00
00:00

ბათუმში, ყაზბეგის ქუჩაზე ხანძარი იყო. ცეცხლი საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ, გაზის გადამყვან მილს გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

ხანძარი ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში