სოლიდარობის მარში ბათუმში

06 აპრილი 2025, 11:54 151 ნახვა


უწყვეტი  აქციების 129 დღეს სოლიდარობის მარში გაიმართა ბათუმში. უცვლელი მოთხოვნებით პროტესტის მონაწილეები თავდაპირველად აჭარის მთავრობის სახლის წინ შეიკრიბნენ, საიდანაც დაიწყო მსვლელობა ქალაქის ქუჩებში შეძახილებითა და ტრანსპარანტებით.
ამ ფორმით ისინი დაკავებულების გათავისუფლებას, სამართლიან პირობებს, ობიექტურ  სასამართლოსა და მედიას ითხოვდნენ. სოლიდარობის მარშში მონაწილეობდნენ სტუდენტები, ასევე სხვადასხვა საპროტესტო ჯგუფების წარმომადგენელები, რომლებიც დედაქალაქიდან სპეციალურად საპროტესტო აქციაზე ჩამოვიდნენ.
მათ  შორის იყვნენ მოძრაობა “საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს“ წევრები. ისინი აჭარის ტელევიზიასთან იმყოფებოდნენ და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და მენეჯმენტის გადაწყვეტილებები ამჯერად ბათუმიდან გააკრიტიკეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება და 14 აპრილს გაიმართება მასშტაბური შეკრება დედაქალაქსა და რეგიონებში.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში