გირჩი - მეტი თავისუფლება" ცოტნე კობერიძემ, ბორის (ჩელე) ყურუამ და ბადრი გრიგალაშვილმა დატოვეს. გადაწყვეტილება მათ სოციალურ ქსელში გაახმოვანეს და მიზეზებიც ახსნეს.
პოლიტიკაში დარჩენის აზრს ვერ ხედავენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ახალს ვერაფერს აკეთებდნენ, შესაბამისად აღარც ცვლილებების სჯერათ და არც იმის, რომ გამარჯვების ფორმულის, მთავარი იარაღი სალომე ზურაბიშვილია. აცხადებენ, რომ პროცესს სასიცოცხლოდ სჭირდება შეცდომების გააზრება და მათ გამოსწორებაზე ზრუნვა.
არცერთი მათგანი არ საუბრობს სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე.