დღეიდან თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია მხოლოდ სადა შეფუთვითაა ნებადართული

01 აპრილი 2025, 12:01 223 ნახვა

დღეიდან თამბაქოს კონტროლის რეფორმის ფარგლებში კიდევ  ერთი რეგულაცია ამოქმედდება. კერძოდ,  თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია მხოლოდ სადა შეფუთვით გაიყიდება.

კანონის შესაბამისად,  ყველა ბრენდი ვალდებულია გამოიყენოს ერთიანი, სტანდარტული ფერის შეფუთვა, რომელზეც მითითებული იქნება მხოლოდ ბრენდისა და ქვესახეობის დასახელება, სამედიცინო გაფრთხილებებისა და სხვა აუცილებელი ინფორმაციის თანხლებით.

აღნიშნული ნორმა მიზნად ისახავს თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობისა და მოხმარების  შემცირებას, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში.

დღეიდანვე ყველა დარღვევაზე იქნება შესაბამისი რეაგირება, საჯარიმო სანქცია სავაჭრო ობიექტებისთვის  5000 ლარია, სანქციებს აღსრულებას შემოსავლების სამსახური განახორციელებს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში