იერუსალიმის ქუჩებში ანტისამთავრობო აქციაზე შეკრებილმა ასობით ადამიანმა ჰამასის მიერ ღაზაში დარჩენილი მძევლების გათავისუფლება, ვადამდელი არჩევნები და ისრაელის პრემიერ- მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა.
პოლიციასთან შეტაკება მას შემდეგ მოხდა, რაც სამართალდამცველებმა მომიტინგეების გზის სავალი ნაწილიდან გაყვანა ძალის გამოყენებით სცადეს.
ღაზის სექტორზე საჰაერო დარტყმების განახლების შემდეგ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციები დაიწყო.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            