ევროსაბჭოს კონგრესში საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს. დოკუმენტი ეხება „საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობას“. მას მხარი 101-მა წევრმა დაუჭირა, 10 წინააღმდეგი იყო. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ დელეგაცია მძიმე შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში მიმდინარე გაღრმავებული პოლარიზაციის გამო.
კონგრესი ასევე შეშფოთებას გამოხატავს „არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიაში არსებული რთული სამუშაო პირობების გამო, მას შემდეგ, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის” სადავო მიღება მოხდა“.