განათლების საგანმანათლებლო გამოფენა “APAIE 2025”- ში მონაწილეობს. სამდღიან საერთაშორისო ღონისძიებას ინდოეთის დედაქალაქი ნიუ-დელი მასპინძლობს. გამოფენა აზიისა და წყნარი ოკეანის საერთაშორისო განათლების ასოციაციის ორგანიზებით ტარდება და საქართველო მასში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტ Education In Georgia-ს ფარგლებში მონაწილეობს.
პროექტის მიზანი საერთაშორისო საგანმანათლებლო ურთიერთობების განვითარება, უცხოელი სტუდენტების მოზიდვა და ქართველი სტუდენტებისთვის მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამების შეთავაზებაა.
წელს გამოფენაში 70-მდე ქვეყანა მონაწილეობს. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილნი არიან ქართული უნივერსიტეტებიც.