ბრიუსელის ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში მიუღებელია და თან ეს ჩარევა იმის გამო ხდება, რომ საქართველოს მთავრობა მშვიდობის მომხრეა - ჩვენ საქართველოს მთავრობას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ, ბრიუსელის პოლიტიკის მიუხედავად, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოდან ჩემი კოლეგა მომეწვია. ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, რამდენად სკანდალურია ორმაგი სტანდარტი მსოფლიოში, რომელიც შემდეგ ფაქტს ეფუძნება, ლიბერალური პარტიები თუ იმარჯვებენ ქვეყანაში, ეს იდეალურია ბრიუსელისთვის. თუ ეროვნული მთავრობა იმარჯვებს მაშინ კრიზისია. ესეც ბრიუსელის მოსაზრებით. ეს აღმაშფოთებელი მიდგომა საერთაშორისო პოლიტიკაში დონალდ ტრამპმა შეაჩერა, რომელმაც ძალია მყისიერად და მკაფიოდ განაცხადა, რომ გლობალური დიქტატურა და ლიბერალური ძალები უკვე წარსულს ჩაბარდნენ. იდეოლოგია შეიცვალა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ამ პოლიტიკის წარმატებას. ამიტომ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ აშშ-ს განვითარების სააგენტოს წყაროები და დაფინანსება შეწყვეტილა. ეს ფინანსური ნაკადი სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკას აღარ არევს და აღარ მოხდება სუვერენიტეტის ხელყოფა. ამავდროულად ჩვენ მოვიწოდებთ ძალიან მკაცრი გამოძიებისკენ, რათა გამოიძიონ ვინ იყვნენ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, რომლებიც აწყობდნენ და რა ორგანიზაციები იყვნენ იმის უკან, რომ უცხოური ფინანსური წყაროების გამოყენებით ხდებოდა უცხოური ძალების განხორციელება ქვეყნებში. ეს დაფინანსება და შიდა ცხოვრებაში ჩარევა არის სუვერენიტეტის ხელყოფა და უცხოური ინტერესების განხორციელება სხვა ქვეყნებში. ევროკომისიის და ევროპის გადასახადების გადამხდელთა წყაროები არ უნდა გამოიყენონ და ეს მიუღებელია, რადგან ეს არის ხელყოფა უცხო ქვეყნების შიდა ცხოვრებაში, განსაკუთრებით გადასახადის გადამხდელთა მიერ ბიუჯეტში მობილიზებული თანხის გამოყენებით.
საქართველოში უნდა ითქვას, რომ ბრიუსელის ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში მიუღებელია და თან ეს ჩარევა იმის გამო ხდება, რომ საქართველოს მთავრობა არის მშვიდობის მომხრე და ძალიან სერიოზული მხარდაჭერა აქვს ჩვენგან. საქართველოს მთავრობას ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას ბრიუსელის პოლიტიკის მიუხედავად და უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა დიპლომატების მიმართ მიუღებელია. ჩვენ ვეტო დავადეთ ამ მოსაზრებას და ასეც ვაპირებთ მომავალში. მივესალმებით, რომ საქართველომ საკუთარი ინტერესების მიხედვით უნდა იმოქმედოს. 100 მილიონი დოლარის ოდენობის ვაჭრობა განვახორციელეთ საქართველოსთან. 20 %-ით გაიზრდება წელს. ივნისში კიდევ ერთი მთავრობათაშორისი სამიტი ჩატარდება ბუდაპეშტში და თბილისში, ჩვენი ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომაც ჩაინიშნება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ მინისტრს იმის გამო, რომ თქვენ ინარჩუნებთ ამ სტრატეგიას სირთულეების მიუხედავად“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ.