არასამთავრობო ორგანიზაციების ბრიფინგი

24 მარტი 2025, 11:12 174 ნახვა

რა საფრთხეებს უქმნის “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული ფარას კანონი თავისუფალ საზოგადოებას - ამ საკითხზე “სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციების ბრიფინგი გაიმართა. 

მესამე სექტორის წევრების განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტის თითოეული აქტი, რომელიც ხალხის თავისუფლებას ზღუდავს,  ანტიქართული და ანტიკონსტიტუციურია.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბრიფინგზე ასევე წარადგინეს დოკუმენტი, რომელსაც 100-ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციის წარმომადგენლები აწერენ ხელს და რომლის მიხედვითაც მესამე სექტორი და მედია ორგანიზაციები საქართველოს კონსტიტუციისა და საკუთარი მისიის ერთგულები რჩებიან.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში