 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            ქობულეთში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირების მცდელობას ადგილობრივი ემსხვერპლა. თვითმხილველთა ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობის მცდელობისას კაცს ფეხი მოუცურდა და სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა.
შემთხვევა, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს კაცი გარდაცვლილი დახვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.
ინფორმაცია, თავდაპირველად, "აჭარა-თაიმსმა" გაავრცელა.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            