დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა

21 მარტი 2025, 15:08 70 ნახვა

14  წლის განვითარებულ მოვლენებზე, რომელიც ბესარიონ ხარძიანის გახმაურებულ საქმეს ეხება მისმა შვილმა დეტალურად ისაუბრა  დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.  

ბესიკ ხარძიანის  განცხადებით, მისი ოჯახის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, ასევე ბიზნესის რეკეტს. საუბარია კუს ტბის წილების დათმობაზე.

ამავე საქმეზე გამოიკითხებიან სხვა პირებიც. სხდომას ესწრება ხარძიანების ოჯახის ადვოკატიც.   

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ საზოგადოებამ უნდა  იცოდეს  კონკრეტული დანაშაულების შესახებ, რომლებიც ყოფილი  ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა ჩაიდინეს.

ოპოზიციაში კი ფიქრობენ,  რომ  კომისიის  მუშაობის მიზანი სამართლიანობის აღდგენა არ არის.     

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში