ჩეხეთის პრეზიდენტის ვიზიტი უკრაინაში

21 მარტი 2025, 14:01 99 ნახვა

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი უკრაინაში ჩავიდა. ქალაქ ოდესაში კი იმ დროს იმყოფებოდა, როდესაც ქალაქი რუსეთის მასიური თავდასხმის ქვეშ იყო. ვიცე-პრემიერი უკრაინის აღდგენის საკითხებში, ოლექსი კულება წერს, რომ პრეზიდენტთან შეხვედრის დროს რუსეთის ფედერაციამ ქალაქში „შაჰედების“ სამი ჯგუფი გაუშვა.

კულებას თქმით, მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს რუსეთის დანაშაულები უკრაინის წინააღმდეგ.

როგორც ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, ოფიციალური ვიზიტის დროს, უკრაინაში გემების მიმოსვლის უსაფრთხოების, განაღმვისა და რეკონსტრუქციის საკითხები განიხილეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში