ჯანდაცვის მინისტრის საათი უმაღლეს საბჭოში

20 მარტი 2025, 15:15 267 ნახვა

''კოლოსალური თანხები იხარჯება როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური მიმართულებით'' - ეს განცხადება აჭარის  ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა, რომელიც დღეს ''მინისტრის საათის'' ფორმატში აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების წინაშე მოხსენებით წარსდგა. 

ნინო ნიჟარაძემ რეგიონის ჯანდაცვის სტატუსის შეფასებით დაიწყო გამოსვლა, ხაზი გაუსვა უწყების ბიუჯეტის 12 წლიან დინამიკას და ისაუბრა მოქალაქეებთან უწყების კომუნიკაციაზეც.

მოხსენების შემდეგ დეპუტატებმა მინისტრს კითხვებიც დაუსვეს და როგორც სამაგალითო საჯარო მოხელემ, მადლობაც დაიმსახურა.

უფრო ადრე, ,,მინისტრის საათის“ დაწყებამდე კი, დეპუტატმა გოგი ფუტკარაძემ პოლიტიკური განცხადება გააკეთა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში