რით იყო გამორჩეული აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთვის გასული წელი და როგორ შესრულდა პროგრამები, რომლებიც არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ სოციალური დაცვის მიმართულებითაც განახორციელა უწყებამ.
ანგარიშს დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს რეგიონის ჯანდაცვის მინისტრი ჩააბარებს.
ნინო ნიჟარაძე ,,მინისტრის საათის“ ფორმატში დაგეგმილ სიახლეებსა და გეგმებზეც ისაუბრებს.