ენმ ჯანდაცვის ახალ რეგულაციებს აკრიტიკებს

02 თებერვალი 2024, 11:49 481 ნახვა

სამედიცინო დაწესებულებების მიმართ საქართველოს მთავრობის მიდგომები ვერ უძლებს კრიტიკას.- ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ექიმმა მზია ქედელიძემ გააკეთა. დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დი-არ-ჯი სისტემით გათვალისწინებული ახალი რეგულაციების შედეგად კლინიკები იძულებულები გახდნენ შეემცირებინათ რეანიმაციული საწოლების რაოდენობა, რის გამოც კლინიკები დღეების განმავლობაში ვერ იღებენ პაციენტებს. ქედელიძე მეორეს მხრივ კი, სამედიცინო დაწესებულებები იძულებული არიან მიიღონ ახალი პაციენტები და თავიდან აიცილონ ჯარიმები. თუმცა პაციენტის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში თავისუფალ საწოლს სხვა კლინიკებში ეძებენ. ნაციონალური მოძრაობის წევრის ამ განცხადებას ჯერ არ გამოხმაურებია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო. უწყებისგან კომენტარს ამ დრომდე ველოდებით. შეგახსენებთ ჯანდაცვის სისტემაში ახალი რეგულაციების დანერგვა გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო და ჯერ საპილოტე რეჟიმში ხორციელდება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი