სახალხო დამცველის რწმუნებულებმა და ექიმმა გიორგი ჩიკვაიძე მოინახულეს

19 მარტი 2025, 21:33 127 ნახვა

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ომბუდსმენის რწმუნებულებმა, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებულმა ექიმმა, #8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძე მოინახულეს. ასევე, გაესაუბრნენ პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალს.

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ გიორგი ჩიკვაძეს გამოცხადებული აქვს შიმშილობა. ამ დროისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. 

ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, არ ვასაჯაროებთ",-აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მათივე განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი გიორგი ჩიკვაიძის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას გააგრძელებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში