სტამბოლში ქალაქის მერის დაკავებას აპროტესტებენ

19 მარტი 2025, 14:01 171 ნახვა

სტამბოლის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომიტინგეები შეიკრიბნენ მას შემდეგ, რაც სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ, თურქეთის პრეზიდენტის ყველაზე დიდი პოლიტიკური კონკურენტი დააკავეს.

უსაფრთხოების ძალებმა პოლიციის მთავარი სამმართველოსთან მისასვლელი ქუჩები სპეცრაზმის და წყლის ჭავლის მანქანებით  გადაკეტეს, რადგან სტამბოლის გუბერნატორის ოფისმა აკრძალა ყველა საზოგადოებრივი შეკრება იმამოღლუს დაკავების შემდეგ.

ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის ლიდერმა და ერდოღანის მთავარმა პოლიტიკურმა მოკავშირემ დევლეთ ბაჰჩელმა  განაცხადა, რომ იმამოღლუს დაკავების „გადატრიალებად“  შეფასება „პოლიტიკური გადაგვარების“ ნიშანია. მთავრობამ უარყო ერდოღანის ოპონენტების პოლიტიკური დევნა და განაცხადა, რომ სასამართლო დამოუკიდებელია.

ჰიუმან რაითს უოჩის თურქეთის ორგანიზაციის დირექტორმა ემა სინკლერ-ვებმა დაგმო დაკავება და მას "მართლმსაჯულების სისტემის უხეში შეურაცხყოფა" უწოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში