პროკურატურის გადაწყვეტილებას აფასებენ როგორც პოლიტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებიც.
,,სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ მიაჩნიათ, რომ ეს ნაბიჯი პოლიტიკურად მოტივირებულია და გაუმართლებლად აჩერებს კონკრეტული სამოქალაქო ორგანიზაციების მუშაობას. მიზანი კი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო მუხტის შემცირება და აქციების მონაწილეთა დასჯაა.
მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ყველა ფონდის საქმიანობა უნდა იყოს გამჭირვალე და სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს საზოგადოებას, რას და რისთვის აკეთებენ.