შეხვედრა მოქალაქეებთან

18 მარტი 2025, 14:35 127 ნახვა

ბათუმის მერიაში დღეს მოქალაქეებთან შეხვედრა გაიმართა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ძირითადად ინფრასტრუქტურის, სოციალური, ჯანდაცვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

გაიცა რეკომენდაციები არქიტექტურისა და სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით.  

ბათუმის მერის განცხადებით, ყველა საკითხზე მიიღება კონკრეტული გადაწყვეტილებები და გათვალისწინებული იქნება მომავალ საბიუჯეტო პროცესში.  

მერთან შეხვედრის ჩასანიშნად უნდა დარეკოთ მერიის ადმინისტრაციაში ნომერზე  0422-27-01-19.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში