ბარში დაწყებული კონფლიქტს 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა - განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. გამოძიებით დადგინდა, რომ 19 წლის ბრალდებულმა თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით 21 წლის გიორგი ახალაია დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.გ., მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.