პროტესტი ჭიათურაში

15 მარტი 2025, 17:55 119 ნახვა

პროტესტის მე-16 დღე ჭიათურაში – „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებული მაღაროელები საკუთარი მოთხოვნების შესრულების მიზნით კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. მთავარი მოთხოვნაა, კომპანიამ მათ დავალიანება დაუფაროს და მაღაროების მართვა სახელმწიფომ გადაიბაროს.
დღევანდელ აქციაზე პროტესტის მონაწილეებმა სამოქმედო გეგმაც წარმოადგინეს. მოქალაქეები მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრასაც ითხოვენ, თუმცა ასეთი შეხვედრა ამ დრომდე არ შემდგარა. 28 თებერვლიდან იმართება ჭიათურაში საპროტესტო აქციები, 7 მარტს ცნობილი გახდა, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის" გადაწყვეტილება, რომელიც კომპანია "ჯორჯიან მანგანეზთან" არის შეთანხმებული და რომლის მიხედვითაც ეს კომპანია ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი