ახალი პროგრამა ბსუ-ში

15 მარტი 2025, 11:59 455 ნახვა
00:00
00:00

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ლიეტუის მიკოლას რომერის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით იწყებს ორმაგი დიპლომის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.
ორენოვანი დიპლომი გაიცემა საერთაშორისო და ევროპის ბიზნეს სამართლისა და  საერთაშორისო სამართლის  მიმართულებებით.  ახალი პროგრამების ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მიკოლას რომერის უნივერსიტეტში სწავლის კურსი გაიარონ, ხოლო მიღებული კრედიტები BSU-ში ავტომატურად აღიარონ.  
შეხვედრაზე სტუდენტები ხელმძღვანელ პირებთან ერთად პროგრამის ბენეფიტებს, პირობებს და დაფინანსების წყაროებს გაეცნენ. BSU-სა და MRU-ს შორის თანამშრომლობისა და სასწავლო კრედიტების ურთიერთაღიარების ხელშეკრულება გასულ წელს გაფორმდა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში