საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე

12 მარტი 2025, 10:26 99 ნახვა

ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდითა და კულტურული პროგრამით მონაწილეობს. ბაზრობის პირველ დღეს ეროვნული სტენდი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიხსნა.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა პროფესორ დავით მაზიაშვილის წიგნის პრეზენტაცია, რომელიც მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიას ეძღვნება.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, წიგნის ბაზრობისთვის შემუშავებული პროგრამა ითვალისწინებს ქართველი გამომცემლების, ავტორებისა და წიგნების წარდგენას, ასევე შემოქმედებით აქტივობებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში