აჭარაში ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობს

12 მარტი 2025, 10:10 581 ნახვა

აჭარაში ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობს და ხვალ დღის ბოლომდე დასრულდება. ბათუმის რამდენიმე უბანში გაზის მიწოდება გუშინვე აღდგა.

ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში 100 ათას აბონენტს ბუნებრივი გაზი არ მიეწოდებოდა. მიზეზი სოფელ ცეცხლაურში გაზის გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოები იყო.

გაზსადენის დაზიანების გამო ბუნებრივი აირით მომარაგება გურიის ნაწილს მოსახლეობის ნაწილსაც შეეზღუდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში