„ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ყოველდღიურად ანადგურებს ანაკლიის პორტის მშენებლობის პერსპექტივას.
ამისთვის კი ირაკლიმ კუპრაძის მტკიცებით ,,ქართულმა ოცნებამ“ 72 მილიონი ლარი დახარჯა. კუპრაძე საუბრობს დოკუმენტზე, რომელიც არის მისი თქმით იუსტიციის სამინისტროსა და კომპანია „White and case-თან“ დადებული ხელშეკრულება, რომელიც არის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი პარიზში, საარბიტრაჟო სასამართლოში, და რომელსაც კუპრაძის ინფორმაციით ქართულმა ოცნებამ, გადაუხადა 72 მილიონი ლარი.
მიაჩნია რომ მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტები, რომელიც აღადგენს საქართველოს ეკონომიკას, მათ შორის, უნდა აშენდეს ისეთ პარტნიორებთან ერთად, როგორიცაა აშშ.