ბერლინში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

10 მარტი 2025, 09:45 83 ნახვა

ასობით უკრაინელი მომიტინგე შეიკრიბა ბერლინის  ბრანდენბურგის კარიბჭესთან, რათა გამოეხატათ შეშფოთება აშშ-უკრაინის ბოლოდროინდელი ურთიერთობების გაუარესების გამო.

პროტესტის ორგანიზატორი და არასამთავრობო ორგანიზაცია "უკრაინული ხმების" თავმჯდომარე ირინა შულიკინა ამბობს, რომ აშშ-ის ბოლო ქმედებების შემდეგ "უკრაინულ საზოგადოებაში ღალატისა და იმედგაცრუების გრძნობა გაჩნდა".

„ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტნიორი უკან დგამს ნაბიჯს და შემდეგ ცდილობს აგრესორთან მოლაპარაკებას და აგრესორთან დათმობაზე წასვლას. ხალხი ძალიან გაბრაზებულია და იმედი აქვს, რომ ევროპა გაძლიერდება, ჩაერთვება ამ ომში, რადგან ეს ასევე არის ევროპული უსაფრთხოება და მათი მომავალი“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში