რუმინეთში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

10 მარტი 2025, 09:49 92 ნახვა

რუმინელი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის კალინ ჯორჯესკუს მხარდამჭერები პოლიციას დაუპირისპირდნენ ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის წინ. მხარდამჭერები სკანდირებდნენ და დროშებს აფრიალებდნენ.  მათ დაგმეს საპრეზიდენტო არჩევნებში  ჯორჯესკუსთვის მონაწილეობის აკრძალვა.  ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერებმა გადაწყვეტილებას  არადემოკრატიული უწოდეს და განაცხადეს, რომ  საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

რუმინეთის უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა დეკემბრის  კენჭისყრის შედეგები არჩევნების მეორე ტურამდე ორი დღით ადრე ჯორჯესკუს სასარგებლოდ რუსეთის ჩარევის შესახებ ბრალდებების მოტივით, რასაც მოსკოვი უარყოფს.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებმა გაუქმებულ არჩევნებს ევროპის მთავრობების მიერ სიტყვის თავისუფლების ჩახშობისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნის მაგალითი უწოდეს.

ჯორჯესკუს გამოძიება  ექვსი მუხლით ედავება, მათ შორის ფაშისტური ორგანიზაციის წევრობა და კამპანიის დაფინანსების შესახებ ცრუ ინფორმაციის მიწოდებაა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში