საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთთან ამხანაგური მატჩი გამართა და 2:0 გაიმარჯვა. ავთანდილ ასათიანის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ დაპირისპირებაში საკმაოდ ძლიერ რუმინეთის ეროვნულ გუნდს დამაჯერებლად აჯობა და მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა.
ანგარიში მე-6 წუთზე შოთა თოფურიამ გახსნა, ერთ წუთში კი გიორგი ჩიმაკაძემ საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორამდე გაზარდა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის მეორე მატჩი 11 მარტს ისევ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.