ნისლი ბათუმში - რას უკავშირედება და როდემდე გაგრძელდება

09 მარტი 2025, 19:15 1395 ნახვა

დღეს, ბათუმში ნისლიანი ამინდია. მეტეოროლოგ, კობა ფარტენაძის ინფორმაციით, ნისლი ქალაქში ხვალაც შენარჩუნდება.

სინოპტიკოსის პროგნოზით, ნისლის შემდეგ, ძირითადად, სამი დღის განმავლობაში მყარი ანტიციკლონური სიტუაცია იქმნება, რაც კარგი ამინდების წინაპირობაა.

"ნისლი გაზაფხულისთვის დამახასიათებელი მოვლენაა, განსაკუთრებით სანაპირო კურორტებისთვის. ამ შემთხვევაში, გვაქვს დღისით შედარებით მაღალი ტემპერატურა და ღამით მინიმალური - ტემპერატურა იკლებს, დაახლოებით, 5 გრადუსამდე.

 

დღისა და ღამის ტემპერატურის სხვადასხვაობა იწვევს ნისლს, რომელსაც ველოდებოდით ბათუმში, მომდევნო ორი დღის განმავლობაში, ანუ დღეს და ხვალაც არის ამის ალბათობა. ზეგისთვის, უკვე, გადავა აღმოსავლეთზე ანუ აღმოსავლეთის ქარი იქნება, დღის ტემპერატურასთან ერთად ღამის ტემპერატურაც მოიმატებს და ნისლი შეწყდება. 

 

ნისლი, ხშირ შემთხვევაში, სანაპირო კურორტებზე არის ძალიან კარგი ამინდების წინაპირობა. ნისლის შემდეგ, ძირითადად, სამი დღის განმავლობაში მყარი ანტიციკნოლური სიტუაცია იქმნება და კარგი ამინდები იწყება. ამ შემთხვევაშიც, უკვე ორ დღეში, 20 გრადუსზე მაღალ ტემპერატურას ველოდებით ", - პროგნოზირებს მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე.

ხატია გოგრაჭაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში