2025 წლის 11 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ქ. ნიუ-იორკში მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 69-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
სესიის ფარგლებში მინისტრი დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის პრეზიდენტთან, ფილემონ იანგთან.
ასევე, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ქალთა სტატუსის კომისიისა და პეკინის დეკლარაციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ მაღალი დონის ღონისძიებებში.