სამაშველო ოპერაცია ყაზბეგში

07 მარტი 2025, 18:20 288 ნახვა

სამაშველო ოპერაცია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუთაში, მეხანძრე-მაშველებმა მოქალაქე რომელსაც გადაუდებელი სასწრაფო-სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა თბილისში მდებარე ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც იყო ჩართული. სამაშველო ღონისძიებაში მეხანძრე-მაშველებთან ერთად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც პაციენტს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი