ვენეციის კომისიის დასკვნა

04 მარტი 2025, 11:52 90 ნახვა

ვენეციის კომისია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და შეკრებებისა და დემონსტრაციების შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ დასკვნას აქვეყნებს, სადაც ვკითხულობთ: „საკანონმდებლო პროცესის ანალიზი აჩვენებს, რომ კანონპროექტები მიღებული იყო დაჩქარებული წესით, შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გარეშე. ეს ძირს უთხრის ცვლილებების ლეგიტიმურობას, განსაკუთრებით სადავო არჩევნების შემდეგ მასობრივი პოლიტიკური მიტინგების ფართო პოლიტიკური კონტექსტისა და იმ გავლენის გათვალისწინებით, რომელსაც ეს ცვლილებები ახდენენ ასეთ პოლიტიკურ პროტესტზე.

კანონშემოქმედებითი პროცესი შეიძლება ჩაითვალოს ფუნდამენტურად ხარვეზიანად. დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ცვლილებებს შემოაქვს მრავალრიცხოვანი შეზღუდვები შეკრების თავისუფლებასა და სხვა ფუნდამენტურ უფლებებზე, რომლებიც, როგორც ჩანს, შეუთავსებელია კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებთან“.

ამ კონტექსტში ვენეციის კომისია მოუწოდებს ხელისუფლებას, გაითვალისწინონ ამ დასკვნაში მოცემული რეკომენდაციები.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში