პარადოქსია, რომ 500 მილიონი ევროპელი 300 მილიონ ამერიკელს 140 მილიონი რუსისაგან დაცვას სთხოვს - დონალდ ტუსკი

02 მარტი 2025, 20:55 214 ნახვა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრ, დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთი უკრაინის მხარესაა, ყოველგვარი „მაგრამ“-ის გარეშე.

როგორც იგი აცხადებს, ევროპამ კვლავ უნდა იმუშაოს შეერთებულ შტატებთან რაც შეიძლება მჭიდრო ალიანსზე, მაშინაც კი, თუ აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიცია უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით, ისეთივე პირდაპირი არ არის, როგორც ევროპის.

„ევროპა, რომელსაც ესმის მისი გლობალური პოტენციალი, მისი, როგორც სუპერსახელმწიფოს სტატუსი, იქნება არა აშშ-ის ალტერნატივა, არამედ ყველაზე სასურველი მოკავშირე. საბოლოო ჯამში, ეს არის ის, რაც ტრამპს სურს, რომ ევროპამ აიღოს ბევრად მეტი პასუხისმგებლობა თავის უსაფრთხოებაზე.

 

პარადოქსია, რომ 500 მილიონი ევროპელი 300 მილიონ ამერიკელს, 140 მილიონი რუსისაგან დაცვას სთხოვს“, - აცხადებს ტუსკი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში