დღეს კვირაა და შესაბამისად “ფრაგმენტების” დღეა. ამჯერად ორდუს ქართული ენის კურსებზე და იმ ქართველებზე მოგიყვებით, რომლებმაც მშობლიური ენის შესწავლა გადაწყვიტეს. ორდუ თურქეთის შავი ზღვის რეგიონში შემავალი, თუმცა საქართველოს საზღვრიდან მოშორებით მდებარე ქალაქია.
სამშობლოსთან საუკუნეზე მეტი ხნით დაშორებამ თავისი შედეგი იქონია და აქ ქართული ენა დაკარგვის საფრთხის წინაშე დააყენა. ირინე წუწუნავა და ვალერი ვახტანგაძე მოგიყვებიან, რას აკეთებენ მუჰაჯირების შთამომავლები წინაპართა ენის გადასარჩენად.