ოკუპანტის მორიგი იერიში უკრაინაზე

01 მარტი 2025, 14:44 102 ნახვა

საომარი მოქმედებები გრძელდება უკრაინაში. ოკუპანტმა  ხარკოვზე დრონებით მასირებული იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად დაშავდა შვიდი ადამიანი.
ასევე დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები, სავაჭრო კომპლექსი და სამედიცინო დაწესებულებები. ეს ბოლო ორ დღეში ხარკოვზე მიტანილი  მეორე იერიშია. ერთი დღით ადრე, ხარკოვის ენერგოსისტემაზე თავდასხმის დროს 12 ადამიანი დაშავდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი