დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემები ქობულეთში

28 თებერვალი 2025, 19:58 275 ნახვა

დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემები დასავლეთ საქართველოში - კვლავ რთული ვითარებაა ქობულეთის მაღალი ზონის სოფლებში, სადაც თოვლის საფარი 2-მეტრია. რამდენიმე სოფლიდან ადგილობრივები დაგვიკავშირდნენ და ამბობენ, რომ გადაადგილებასთან დაკავშირებით კვლავ პრობლემებია. სოფელ ციხისძირში, რევაზ დავითაძის საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩაინგრა. დიდთოვლობამ სოფ. დაგვაში, ზაურ რომანაძის სახლის სახურავი და მეორე სართული დაანგრია. ოჯახები დახმარებას ითხოვენ. რამდენიმე დღეა ქობულეთის მერიაში სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბია შექმნილი.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი